მეუფე გრიგოლი საბჭოთა პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინაც ყველას უსმენდნენ, თუმცა “ასეთი რამეები ნაკლებად ან არ ხდებოდა”.
“ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება”, – ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა იმსჯელოს თუ არა ამ საკითხზე სინოდმა, მიტროპოლიტი ამბობს, რომ “ეს ყველაფერი უკვე უნდა გახდეს მსჯელობის საგანი ყველგან”.