გივი ცინცაძე-ლანჩხუთი
იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო „Covid 19“-ის წინააღმდეგ ომშია ჩართული ლანჩხუთის მერია და საკრებულო საკუთარი კომფორტის გაუმჯობესებით არის დაკავებული და ოთახების გარემონტებაში 75 ათას ლარამდე ხარჯავს.
ეს კი იმ ოთახების და მათი „მფლობელების“ არასრული ჩამონათვალია რომლებიც წინასწარ იმზადებენ ოთახებს, რათა გააგრძელონ ბიუჯეთის და ხალხის ფულის ფლანგვა:
1. გოგი ხელაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე
2. ემზარი თედორაძე – სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე
3. თენგო ხელაძე – ზედამხედველობის სამსახურის უფროსი .
ასევე მინდა შევეხო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. წყალწმინდის საჯარო სკოლის ეზოში განვითარებული მეწყერის გამაგრებითი სამუშაოებს, რომელთან დაკავშირებითაც ტენდერი ამა წლის ივლისში გამოცხადდა ( 70 000 ლარი) ხოლო მეწყერის გამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებელი ტენდერი 2020 წლის ივნისის თვეში (რაშიც 10 000 ლარამდე დახარჯეს) , ანუ სკოლის ტერიტორია ერთი წლის განმავლობაში მეწყერსაშის ზონად დატოვეს და უამრავი ბავშვის , მასწავლებლი თუ მშობლის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ამყოფებდნენ.
არა მარტო ზემოთაღნიშნული ტენდერებიდან , “ქართული ოცნების” მთელი 9 წლიანი მმართველობიდან ნათლად ჩანს რომ ისინი მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრების კეთიდღბოასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ხალხი კი რბილად რომ ვთქვათ სულ არ ანაღვლებთ. მალე არჩევნებია, კიდე ერთი შანსი და არჩევანი – დარჩეს ოცნება და გააგრძელოს საკუთარ კეთილდღოაბზე ზრუნვა, თუ გავუშვათ ოცნება და დავიწყოთ ქვეყნის და ლანჩხუთის მშენებლობა. არჩევანს მხოლოდ შენ აკეთებ.