კორონავირუსის ,,მიუ“ შტამმა შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე უკვე შემოაღწია. იმ ქვეყნებსა და ადგილებში , სადაც ,,დელტა“ შტამმა ფეხი ვერ მოიკიდა, ახლა ,,მიუ“ შტამი ენაცვლება მათ, – ამის შესახებ მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის სამეცნიერო ცენტრის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ანდრეი ისაევმა, მედიასთან საუბარში განაცხადა.
მეცნიერმა აღნიშნა, რომ ახალი შტამი აზიის რიგ ქვეყნებსა და ევროპაში უკვე დაფიქსირდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ,,მიუ“ შტამი მთელს დედამიწაზე ვრცელდება და პაციენტები, რომლებიც ამ ვირუსით დაავადდნენ, რუსეთშიც იქნებიან.
,,იმის გამო, რომ მონაცემები ხელმისაწვდომი არაა, არ შეგვიძლია შევაფასოთ მოსახლეობის რა ნაწილი მოიცვა ამ შტამმა და როგორ განვითარდება ავადობის შემთხვევები“ , – განაცხადა ანდრეი ისაევმა.
გენეტიკურ-მოლეკულური კვლევის სამეცნიერო ცენტრის დამფუძნებლის თქმით, ,,მიუ“ შედარებით ცოტახნის წინ გამოჩნდა და ჯერჯერობით ჯანმო-ს შტამების სიაში შეტანილი არაა, თუმცა მისი გამოკვლევა დაწყებულია. კორონავირუსის ახალი ,,მიუ“ შტამი პირველად იანვარში, კოლუმბიაში დაფიქსირდა.
შემთხვევები აღინიშნებოდა ამერიკაში, საფრანგეთსა და ესპანეთშიც. ,,მიუ“ შტამით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა თურქეთში 7 სექტემბერს დაფიქსირდა.