“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დაკავებულ ივერი მელაშვილზე ფეისბუქზე სატატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მეცნიერი აბსურდული და მოგონილი ბრალდებით დააკავა არაფორმალურმა მმართველმა და ამას ივანიშვილი აკეთებს, იმისთვის, რომ გაუსწორდეს მიხეილ სააკაშვილის.
“აი ეს, ხანდაზმული და პატივცემული, უწესიერესი მეცნიერი დაიჭირა დღეს ბიძინამ სრულიად მოგონილ, წარმოუდგენლად აბსურდულ დავით გარეჯის საქმეზე. ნამდვილი პატრიოტი და ნამდვილი კაცი (ნახეთ ქვემოთ ვიდეო).
ასე, მიშა სააკაშილს გაუსწორდეს ოღონდ, და ხანდაზმულ კაცს პოლიტიკურად შეკერილი საქმით ფაქტიურად სასიკვდილოდ იმეტებს (გაიხსენეთ, ჟვანიას საქმეზე იგივე რომ ქნა ასევე ხანდაზმული და უწესიერესი და მაღალი რეპუტაციის და კვალიფიკაციის ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ შეეწირა ამ საქმეს), პრაქტიკულად მეორე, პარალელური ტერიტორიული ომის ფრონტს უხსნის უახლოეს მოკავშრე აზერბაიჯანს და ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. სულ მხოლოდ ერთი მიზეზით – არჩევნები არ წააგოს და ამ გზაზე მთავარი წინაღობა, მიშა მოიშოროს” – წერს გვრამია.
აქვე, ნიკა გვარამია წერს, რომ ის იბროძლებს მელაშვილის სახელით და აანონსებს, რომ კვირას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ეთერი დაეთმობა “ამ საუკუნის სირცხვილ საქმეს და ბატონ ივერის”.
ნიკა გვარამია ასევე მიმართავას ოპოზიციას და სამეცნიერო საზოგადოებას, გააპროტესტონ ივერი მელაშვილის დაკავების ფაქტი – “ან მიტინგით, ან რაიმე სხვა ფორმით გააპროტესტეთ ივერი გელაშვილის ტყვეობაში აყვანა და ზოგადად ეს სამარცხვინო ანტისახელმწიფოებრივი შეკერილი საქმე!”