გია გაჩეჩილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ყველაფრის მკადრებლები იყვნენ და არიან

ყველაფრის მკადრებლები იყვნენ და არიან, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძე „იმედის კვირასთან“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მუსიკოსმა „ნაცმოძრაობის“ მმართველობა გაიხსენა.

„ვინც პატარაა შეიძლება არ ახსოვს მაშინ რა ხდებოდა და იძახიან: „კაი რა…“ მაგრამ აბა თვითონ გაიარონ ის სიტუაცია, რაც მაშინ ხალხმა გაიარა. სიჩუმე იყო, ხალხი ვერ ლაპარაკობდა. ვერც ოთახში, ვერც ავტობუსში, ვერსად ვერ ლაპარაკობდა“, – იხსენებს გაჩეჩილაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share