ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ დარჩელში მაჟორიტარობის კანდიდატი მაია კალანდია წარადინა. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნები და ყველას მოუწოდა საარჩევნო უბანთან სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
“ყველანი უნდა ჩადგნენ საქართველოს გადარჩენის რიგებში იმიტომ, რომ ვიღუპებით, ვიღუპებით იმიტომ, რომ გვექაჩებიან უკვე დაუმალავად, რომ რუსეთი არის მხოლოდ ხსნა. ამიტომ მე გადავწყვიტე ჩემ შვილთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე დავდგე”, – თქვა ანზორ მელიამ.
ანზორ მელიას თქმით, მთავარია ქვეყანა რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს და სვლა ევროპისკენ განაგრძოს.