NCDC-მ კომპანია “ალმას” ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ჩანაცვლება მოითხოვა ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით.
“კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება და ამავდროულად ვაქცინაციის პროცესი კლებადია ბოლო დღეებში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას” – ნათქვამია NCDC-ის წერილში, რომელზეც ამირან გამყრელიძემ გააკეთა განცხადება.
მისივე თქმით, ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ:
“ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია, მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად –
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის ბანერების დაუყონებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება” ნათქვამია წერილში.