“მჭიდრო შეხება აქვს არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ „კოკაინთან“ – კობახიძე გახარიაზე

„არ თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი“ და ა.შ. ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს კონკრეტულად „კოკაინთან“, არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ „კოკაინთან“, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა, კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც ძალიან საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. „ხარი ხართან დააბი“, არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას. მათ შორის, ესეც ყოფილა მისი პრობლემა. როცა ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს“

ამბობს ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: