“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა.
როგორც უფლებადამცველმა დიტო საძაგლიშვილმა აღნიშნა, უწყებას ნიკა გვარამიასთან კითხვები სუს-ის ფარული ჩანაწერების საქმეზე აქვს.
ადვოკატი ფიქრობს, რომ გამოძიება კვლავ არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
“ეს უფრო გარკვეულწილად არის ფორმალობა და არა რეალურად კონკრეტული შედეგების დადება. საიდან მოხდა გადაგზავნა ფაილების, რა მისამართიდან, რა პლატფორმის მეშვეობით – დაახლოებით ამ შინაარსის კითხვები ექნება გამოძიებას. ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს, მათ შორის ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციით ჩანს, რომ გამოძიება არ მიდის იმ მიმართულებით, თუ ვინ ახორციელებდა უკანონო ჩაწერას” , – ამბობს დიტო საძაგლიშვილი, “მთავარი არხის” იურისტი.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.
“მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას “მთავარ აქცენტებში” სუს-ის მოქმედმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს.