დედაქალაქის მერმა და თბილისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მერობის კანდიდატების დებატების დროს თქვა, რომ გიორგი გახარიასთვის “ნარკომანობა არვის დაუბრალებია”.
თემასთან დაკავშირებით კალაძეს შეკითხვა, გახარიამ დაუსვა და მას ჰკითხა, იზიარებდა თუ არა მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს, ნარკომანიასთან, მოღალატეობასა და მიხეილ სააკაშვილთან კავშირის შესახებ.
“ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენს საქციელს, მე პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი – არ მომეწონა ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო, როცა კითხვა ისმება გიორგი გახარიაზე. მე, პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. თბილისმა გადაწყვიტოს”,-უპასუხა კალაძემ.