პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი დმანისში მომხდარ ამბებს გამოეხმაურა და ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, ქართული ოცნების წარმომადგენელი თუ წევრი ვინც ამ პროვოცირებას ჩადის, უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემული.
„ქართული ოცნების მაჟორიტარის შვილი კი არა , ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნებისმიერი ჩვენთაგანი თუ იმათგანი ვინც ამ პროვოცირებას ჩადის, ვინც დააშავებს უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემული. თქვენ რა გინდათ ამით თქვათ, რომ მე არ მითქვამს რომ დამნაშავე – დამნაშავეა? თქვენ შეიძლება პროვოცირება მომიწყოთ გაქვთ ამის გამოცდილება , მაგრამ მე ვალდებული ვარ , რომ დავიცვა წესები”,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს.