“ქართული ოცნების” კანდიდატთან შეხვედრაზე საარჩევნო კომისიის წევრი იმყოფებოდა

“ქართული ოცნების” კანდიდატთან, ოზურგეთის მერობის პოსტზე, ავთანდილ თალაკვაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში გამართულ შეხვედრაზე. მთისპირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები,მათ შორის თამარ ვანაძე იმყოფებოდა.

ვანაძე, მმართველი პარტიის მიერ გაცრელებულ შეხვედრის ამსახველ ფოტორეპორტაჟშიც მოხვდა.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” პქუნტი – წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა;

აღსანიშნავია, რომ ვანაძე, მთისპირის საუბნო საარჩევნო კომისიაში, ოლქის მიერ შერჩეულია და “ნეიტრალური” წევრის სტატუსი აქვს.

ირკვევა, რომ ის “ქართული ოცნების” ჩვეულებრივი  აქტივისტია.

სწორედ კომისიის წევრების მმართველი პარტიის აქტივისტებით დაკომპლექტებას ერთი თვის წინ ოზურგეთის საოლქო ხაარჩევნო კომისიასთან “ნაციონალური მოძრაობის” ხმაურიანი აქციები მოყვა.

თუმცა მაშინ ოლქის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ტყუოდა.

ამ ფოტოსურათიდანაც ნათელია თუ როგორი მიკერძოებულია საარჩევნო ადმინისტრაციები ყველა დონეზე და როგორ ურცხვად ტყუიან ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share