ლანჩხუთში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, საყანე ფართობები.

დაზიანდა შიდასასოფლო გზები.

რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოწოლილია მეწყერი.

დატბორილია ღრმაღელისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები: წყალწმინდა, ტაბანათი, ღრმაღელე და გრიგოლეთი. დილიდან შემთხვევის ადგილზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიძინა იმნაიშვილი ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმყოფება.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ოფიციალური ინფორმაცია

 

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: