ეს საყურადღებოა… ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული – ეკატერინე ტიკარაძე

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც საყურადღებოა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგოროც მინისტრმა აღნიშნა, საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტი არ არის და ამ მიმართულებითაც მდგომარეობა სტაბილურია.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო და ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული საბჭოს მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან იმისათვის, რომ ინფიცირებულთა კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს. ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინტენსიური კონსულტაციის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები. საავადმყოფოებში არის სტაბილური მდგომარეობა, ჩვენ არ გვაქვს ადგილების დეფიციტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ იმ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადებული იყო ამ პერიოდამდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share