ხიდმაღალას (სუფსის თემი) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ნანა ვასაძის საცხოვრებელი სახლის წინ, პარტია “ქართული ოცნების” სიმბოლიკებიანი დროშა ფრიალებს.
კანონსაწინააღმდეგო წინასაარჩევნო აგიტაციაზე რეაგირებისთვის ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სარჩელით ოპოზიციის წარმომადგენელმა უკვე მიმართა და თუ კი სასამართლო, როგორც ხშირ შემთხვევაში, ამჯერადაც” ოცნების” ინტერესიდან არ გამოვა, კანონის დამრღვევ ქალბატონს 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს და კომისიის დატოვებაც.