“აგრესიული კონფორმიზმი ყალბი ჰუმანიზმით, ხუთავს ამ ქვეყანას და უკლავს პერსპექტივას…”- წერს სოციალურ ქსელსი ექსპერტი გია ხუხაშვილი.
“პირადად ჩემი ცხოვრების 8 წელი მივუძღვენი სააკაშვილის ხელისუფლების ჯერ კრიტიკას და შემდეგ მასთან უკომპრომისო ბრძოლას. ჩემთან ერთად ამ ბრძოლაში იყო 10, 20, 50, ჰა-ჰა 100 ადამიანი.
ჩვენ მარტო მიშას კი არ ვებრძოდით, აგრეთვე ვებრძოდით აგრესიულ კონფორმიზმს შემდეგი ფორმულირებით – “მიშა ებრძვის რუსეთს, თქვენ აკრიტიკებთ მიშას, ე.ი. რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალს და მისი შემოსვლა გინდათ?!”..
ახლა იგივე აგრესიული კონფორმიზმის ფორმულაა – “ბიძინა ებრძვის მიშას, თქვენ აკრიტიკებთ ბიძინას, ე.ი. მიშას დაბრუნება გინდათ?!”
აგრესიული კონფორმიზმი, შეფუთული ყალბი ჰუმანიზმით, ყალბი სამართლიანობით, ყალბი სიკეთით და სათნოებით ხუთავს ამ ქვეყანას და უკლავს პერსპექტივას…”
“აგრესიული კონფორმიზმი ყალბი ჰუმანიზმით, ხუთავს ამ ქვეყანას და უკლავს პერსპექტივას…”