ქობულეთში რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა – 159 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

უხვი ნალექის გამო ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა – 159 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. “აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, დაზიანებული სახლების გამო ალტერნატიულ თავშესაფარში გადაყვანა 15 ოჯახს დასჭირდა.

გზები 43 მიმართულებით ნაწილობრივ ან მთლიანადაა ჩაკეტილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა 2 ხიდიც დააზიანა.

წვიმის შედეგად დაბა ჩაქვში 3 ადგილი დაიტბორა, მათ შორისაა სამედიცინო ცენტრის ეზოც.

უხვი ნალექის შედეგად ქობულეთში მეწყერი სულ 49 მიმართულებით განვითარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: