“საქართველოს ეროვნულმა განძმა ახალი ბინა დაიდო-“ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა

საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც მათ შორის მდებარეობს დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება.

“საქართველოს ეროვნულმა განძმა ახალი ბინა დაიდო აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო დაწესებულებაში, ნიუ-იორკში. ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი – შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი – მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო. ასეთი სტუმრები მრავლად გვყავს, მოგეხსენებათ. შოთა რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნის ლიტერატურულ ძეგლში დატოვებული ფასეულობები – მეგობრობა, ჰუმანურობა – დღემდე აქტუალურია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის”, – თქვა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე  ატულ ხარემ.

“ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share