ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს ,,ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, დაიკითხება.
ვატო წერეთლის ინფორმაციით, სასამართლოზე დასაკითხი მოწმეების სიიდან ეროვნული ბანკის და ,,თიბისი” ბანკის პრეზიდენტები ამოიღეს.
“ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როგორც მოწმე, ჩახსნეს და ჩახსნეს ,,თიბისი” ბანკის გენერალური დირექტორი, ამ ხალხს არ აინტერესებს არც საქმე, ამ ხალხს უნდა უბრალოდ გამოიტანოს განაჩენი.
ფორსირებული სასამართლო პროცესი – ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, უნდათ, რომ გააჩუმონ მედია და ჩასვან მამაჩემი ციხეში, ეს არის მოტივი, რომ შური იძიოს “ქართულმა ოცნებამ” ჩემ ოჯახსა და ტელევიზიაზე“, – ამბობს ვატო წერეთელი.