“უფრო ნათლად გამოჩნდა რა სტრატეგია აქვს ენმ-ს…ამ არჩევნების მერე “ნაცები” უნდა დასრულდეს”” -წილოსანი

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ირაკლი კობახიძსა და ნიკანორ მელიას დაპირისპირებას გამოეხმაურა და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ ძალადობრივი სტრატეგიით მოქმედებს არჩევნების წინ. ამის შესახებ წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“ამ მომენტში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა რა სტრატეგია აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” წინასაარჩევნოდ არჩეული .. ამ არჩევნების მერე “ნაცები” როგორც ყველაზე ძალადობრივი, დესტრუქციული და აგრესიული ძალა უნდა დასრულდეს”,- წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ნიკანორ მელია კობახიძესთან მივიდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: