“მართლა კულულები აქვს დასახევი კობახიძეს…ესენი ლაპარაკობენ ვინმეს მიმართ ძალადობაზე? “-ხაბეიშილი

კობახიძისა და მელიას დაპირისპირებას ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება 9 წელია ხალხზე ძალადობს და მელიამ კობახიძეს მოძალადე სრულიად ლეგიტიმურად დაუძახა:

“ამას ლაპარაკობს იმ პარტიის ხელმძღვანელი, ვინც 5 ივლისი მოაწყო. 2 დღის წინ კი ფაქტობრივად დაჩეხეს ადამიანები. სახე გადაუხსნეს ადამიანს და ეს გააკეთა ,,ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის შვილმა. რანაირად დასჯიან და გააგრძელებენ ამ გამოძიებას, კაცმა არ იცის. ესენი ლაპარაკობენ ვინმეს მიმართ ძალადობაზე? მართლა კულულები აქვს დასახევი კობახიძეს. მე ვფიქრობ რომ კობახიძეს საკუთარი სახელი დაუძახა ნიკა მელიამ. 9 წელია, ოფისებში გვივარდებიან და ნიკა მელიას უფლება არა აქვს, კობახიძეს მოძალადე დაუძახოს? – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share