ნატანების გამგებლის “10 მცნება” – თუ რატომ არ უნდა მისცე ხმა “ქართულ ოცნებას”

ნატანების (სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში) გამგებელი, ამირაბ ბაქანიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იმ ათ ძირითად მიზეზზე წერს-თუ რატომ არ უნდა მისცე ხმა “ქართულ ოცნებას”:
“აირჩიე ქართული ოცნება და შეიძინე პური მომატებული ფასით
ოცნების არჩევის შემთხვევაში ასევე მიიღებთ
1. უკანონო მოსმენა-მიყურადებას
2. საწვავს გაძვირებული ფასებით
3. ელექტროენერგიას უფრო ძვირად ვიდრე ოდესმე
4. საჭმელის ზეთს ოქროს ფასად
5. ასევე ლარის კურსს უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულზე
6. მოსახლეობის ნება-სურვილის უგულვებელყოფას
7. წლების წინ ერთჯერადად გახსნილი ქარხნების გვერდითა კარებიდან გახსნას.
8. ქართული მიწების უცხოელ ვითომ ინვესტორებზე საეჭვო ვითარებაში გასხვისებას (მაგ. ნამოხვანი ჰესი)
9. ქალბატონ გორბაჩოვას სურვილის ასრულებას: საქართველოს ქართველების გარეშე
10. მუნიციპალიტეტებისთვის შემცირებულ-ჩამოჭრილ მილიონებს
და ასე შემდეგ.
პ. ს. ამას თუ ოცნება ქვია და თან ქართული – აგაშენათ ღმერთმა. ამას კაცმა არ იცის რა ქვია.
ჩააბარე მოძღვარს აღსარება და მოუსმინე საღამოს გვარამიას არხზე.
ამას ვოცნებობდით 2011 წელს როცა ოცნებას ვაფუძნებდით? მე ნამდვილად არა და თქვენ თუ ოცნებობდით აგხდენიათ და ეგ არი”
წერს ბაქანიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share