25 სექტემბრიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს. 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება.

ქ. თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: