ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში სტიქიის შედეგად ერთ-ერთ ოჯახში მეწყერი ჩამოწვა.
როგორც ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა ჩოჩხათის ტერიტორიულ ერთეულში, რევაზ ფაცურიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, “მეწყერი მაისურაძეების ოჯახში ჩამოწვა და გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის”.
ამ დროისთვის სოფელში შესვლა შეუძლებელია, ვინაიდან სტიქიამ ასევე დააზიანა სოფელ ხორეთში მისასვლელი ხიდი – ადიდებულმა მდინარე შუთმა ხიდს გამოაცალა ნიადაგი.