bpn.ge 2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.8%-ით, 143 980 ერთეულით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო“-ს მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში წერია.
უწყების ცნობით 2020 წლის იანვარ-აგვისტოში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 352 061 ათასმა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 222 113, უვარგისი 129 157, გზაზე გადაადგილება კი 746 ავტომობილს აეკრძალა.
2021 წლის იანვარ-აგვსიტოში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 208 081-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 119 704, უვარგისი 87 076, გზაზე გადაადგილება კი გასულ წელთან შედარებით 555 მეტ, 1 301 ავტომობილს აეკრძალა.
რაც შეეხება განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირების გავლისას 2020 წლის პირველ 8 თვეში 49 995 ათასი ავტომობილი იცნო ვარგისად, 3 094 ათასი უვარგისად, 34-ს გზებზე გადაადგილება აეკრძალა.
2021 წელს კი, განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე უვარგისად 67 900 ავტომობილი ჩაითვალა, ვარგისად 4 731, გზაზე გადაადგილება კი 94 ავტომობილს აეკრძალა.
ინფორმაციისთვის, მონაცემები შემცირებულია 2019 პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც. როცა პირველადი ტექინსპექტირება 569 246 ათასმა ავტომობილმა გაიარა, მეორადი კი 108 689 ათასმა ავტომობილმა.