ქურთუკი “Coat-19” – გამოყენებული და გადაყრილი ერთჯერადი ნიღბებისგან შეიქმნა

იტალიელმა დიზაინერმა, ტობია ზამბოტიმ, სტუდენტის, ალექსი საასტამინენის დახმარებით, გადაყრილი ერთჯერადი ნიღბებისგან ქურთუკი – Coat-19 შექმნა.

მათ დაახლოებით 1500 ერთჯერადი ნიღაბი შეაგროვეს, დეზინფექცია ჩაუტარეს და ორიგინალური ქურთუკი შექმნეს.

ქურთუკის გარე ფენა წყალგაუმტარი ბიო პლასტიკისგან დამზზადდა, რომელიც გამჭვირვალეა და შიგნით მოთავსებული ერთჯერადი ნიღბები კარგად ჩანს.

პროექტი პანდემიისგან გამოწვეულ გარემოს დაბინძურების პრობლემას ეხება.

შეგახსენებთ, არაერთი მეცნიერი საუბრობს იმაზე, რომ ერთჯერადი პირბადეები, რომლებიც დიდი რაოდენობით იქნება ბოლო წლებში გამოყენებული მსოფლიოში, გარემო ბინძურდება და მას სპეციალური განადგურება ესაჭიროება.

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share