კოვიდინფიცირებული 3 ორსული მართვით სუნთქვაზეა,მათგან ორს დიალიზი ესაჭიროება – ვითარება ბოკერიას კლინიკაში

ბოკერიას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 3 ორსულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სამივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან ორს დიალიზის საჭიროება აქვს.

ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 ორსული გადის მკურნალობას. მათგან ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ნაწილის კი საშუალო სიმძიმისაა.

rustavi2

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: