“თავცარიელ ამბიციურ კაცს შემთხვევითი გამართლება, ლამაზი – ბოზი ბანოვანივით, საკუთარ დამსახურებად მიაჩნია” მოქალაქე თალაკვაძეზე

ნინო კუკულაძე
(ფეისბუკ მომხმარებლის ნინო კუკულაძის სტატიას გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით)
„ კაცი ცრუ და მოღალატე, ხამს ლახვრითა დასაჭრელად“
ეს რუსთაველის შეგონებაა. ეს ფოტო კი თემურ მარშანიშვილს ეკუთვნის და იგი #52 ძიმითის საარჩევნო უბანზე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზეა გადაღებული. მაშინ მე და აჩიკო ძიმითში ნინო წილოსანის მხარდასაჭერად შევხვდით ერთმანეთს. ოზურგეთში მან პირველივე ტურში გაიმარჯვა და ოზურგეთელების მანდატმიღებული წილოსანს გულწრფელად ეხმარებოდა. სხვათაშორის, მაშინ მას ძალიან გაუმართლა, რამეთუ ორი რთული უბანი, ნასაკირალი და ძიმითი, წილოსანის ოლქში გადავიდა. მაგრამ თავცარიელ, უნამუსო, მატყუარა, უგულო და ამბიციურ კაცს, ყველა შემთხვევითი გამართლება, ლამაზი – ბოზი ბანოვანივით, საკუთარ დამსახურებად მიაჩნია და თვალში არავინ უჩანს. ჰოდა, აკვირდებოდა თალაკვაძე ძიმითის უბანზე საარჩევნო პროცესს და ვაკვირდებოდი მეც. გულით სურდა თალაკვაძეს #52 სარჩევნო უბანზე მიღებული ხმების რაოდენობა პირველს გადაეცა ნინო წილოსანისათვის და გამარჯვება პირველს მიელოცა, მაგრამ ვინ დააცალა? ხმების დათვლამდე გააპანღურეს საარჩევნო უბნიდან მანდატმიღებული და ჯერ კიდევ, მანდატშეუხებელი თალაკვაძე. საარჩევნო პროცესს ძიმითში ვინმე, ნინო წილოსანის უფლებამოსილი პირი, ა. კ. ესწრებოდა. მან თალაკვაძის უბანზე „ბლატავი“ და ყალბი დამაჯერებლობა ვერ აიტანა და ურთიერთს იმდენად შეყვნენ, რომ მაშინ ძიმითის უბანზე კენჭისყრის პროცესი კინაღამ შეჩერდა. თალაკვაძემ ა.კ-ს უბნიდან გაგდება მოინდომა, თითქოს მოახერხა კიდეც, ა. კ-მ რამდენიმე წუთით დატოვა კენჭისყრის ოთახი, მაგრამ მალე დაბრუნდა (თურმე ვიღაცას ტელეფონით ესაუბრა და თალაკვაძის უბნიდან გაყვანა მოსთხოვა). დაახლოებით ერთ საათში კენჭისყრის ოთახს ორი მხარბეჭიანი ვაჟკაცი მოადგა, არჩილ თალაკვაძეს თითით ანიშნა და უბნიდან გაიყვანა. ამ ფაქტმა ყველა გააოცა. თალაკვაძე ხმების დათვლას ვეღარ დაესწრო და ყოველ ნაახევარსაათში ერთხელ ტელეფონით იგებდა ნინო წილოსანის მიღებული ხმების რაოდენობას. მახსოვს, იმ კაცს თავადაც ვუსაყვედურე და იცით, ჩემდა გასაკვირად, რა მიპასუხა? – „გასაგდები იყო და გავაგდე. მე აქაური არ ვარ და ჩემთვის სულერთია, მაგრამ ეგ „ზლოკვი“ თქვენ არაფერ ხეირს არ დაგაყრის. ყოფილი კმარელი, სოროსელი, ნაცი და ნაძაღლარიაო“.
ისიც დაამატა, მე ვხედავ ხალხი შენ როგორ თბილად გახასიათებს და ეს უკვე იმის ნიშანია, რომ აუცილებლად მოგატყუებსო. ისე ყველაფერი კარგი აგიხდათ, როგორც იმ უბრალო კაცის სიტყვები გამართლდა!
ძიმითი  ჩემი დედულეთია.,,,,,  ძიმითლებმა კარგად უწყიან, თალაკვაძეების უნიჭო ფანტაზიები რომ მტკნარი ტყუილებია. ეს ზღაპრები აღიზიანებს სწორედ საზოგადოებას და თუკი ძმებ თალაკვაძეებს ჰგონიათ, რომ ვინმეს ამასხარავენენ, მწარედ სცდებიან! სწორედ ძიმითი და ნასაკირალი იყო ის უბნები, 2017 წელს თვთმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, მთელი მთავრობა რომ „ ჩამოაზავეს“ თბილისიდან და „ოცნების“ კანდიდატს მაინც ვერაფერი უშველეს. სხვათაშორის, მაშინ ერთადერთი ვიყავი, რომელიც ბეგის დამარცხებას პირში ვეუბნებოდი და ხალხს ისიც ეხსომება, რომ იმ სამარცხვინო შეხვედრას ჩემს სოფელში საგანგებოდ თავი ავარიდე და არ დავესწარი.
ისტორია მოკლე დროშიც მეორდება და თალაკვაძეებს ოდნავი განათლება რომ მაინც ჰქონდეთ და სამყაროს კანონზომიერების, სიკეთისა და ბოროტების, სიცრუისა და სიმართლის ფინალის რომ გაეგებოდეთ, მარტივად მიხვდებოდნენ ამ არჩევნების ლოგიკურ შედეგებს ყველა უბანზე! მაგრამ, ვაი, რომ ასე არ არის! ისიც სკეპტიკურად მეჩვენება, რომ ამ სტატუსის სათაური: „კაცი ცრუ და მოღალატე, ხამს ლახვრითა დასაჭრელად“, დედააზრი ესმოდეთ! ნუ, დაიმედდებით!!!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share