რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო საარსებო შემწეობებზე ყოველთვიურად

უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობას იღებდა 622 923 ადამიანი, ეს კი წინა თვესთან შედარებით 657-ით მეტია (ივლისი – 622 266, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 129 835 (2020 წლის აგვისტო – 493 088).

რაც შეეხება გადარიცხულ თანხებს, რა თქმა უნდა, გაზრდილი რაოდენობის ფონზე იზრდება, ბიუჯეტის ხარჯიც. მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობებზე ბიუჯეტიდან მოსახლეობაზე 42 482 172 ლარი გადაირიცხა, ივლისში – 42 432 467 ლარი, ივნისში კი – 30 737 808. საერთო ჯამში, წელს იანვარ-აგვისტოშო საარსებო შემწეობებზე ბიუჯეტმა მოქალაქეებს უკვე 266 444 762 ლარი გადაურიცხა.

საარსებო შემწეობაზე გადარიცხული თანხები: (2021 წელი)

  • იანვარი – 29 810 839 ლარი
  • თებერვალი – 29 857 047 ლარი
  • მარტი – 30 150 705 ლარი
  • აპრილი – 30 405 882 ლარი
  • მაისი – 30 567 842 ლარი
  • ივნისში – 30 737 808 ლარი
  • ივლისი – 42 432 467 ლარი
  • აგვისტო – 42 482 172

ცნობისათვის, საარსებო შემწეობის თანხა დამოკიდებულია ოჯახის სარეიტინგო ქულაზე, რაც უფრო დაბალია ქულა, ოჯახის თითოეული წევრი უფრო მეტ თანხას იღებს. თანხის მოცულობა კი ქულების მიხედვით 30-დან 60 ლარამდე თითო ადამიანზე. ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს, თუ მისი სარეიტინგო ქულა 0-დამ 65 001-მდეა.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share