რა შემთხვევაში გავა სასწრაფო, კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებაზე

ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ინსტრუქცია დაამტკიცა, რომლითაც კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის წესები იცვლება.

ტიკარაძის ბრძანებით, კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებაზე სასწრაფო დახმარება ყველა შემთხვევაში ვეღარ მივა.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე გავა თუ:

ა) პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი:

  • ხველა;
  • ყელის ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა;
  • კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა.

ამასთან, თუ  პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს:

  • 65 წელი და მეტი;
  • ორსული;
  • მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;
  • თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული),
  • დიალიზზე მყოფი პირი.

ბ) თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი:

  • მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
  • დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
  • ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
  • კრუნჩხვა.

გ) თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში;

დ) თუ პაციენტი არის უცხოენოვანი;

ე) თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.

გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს:

ა) თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი:

ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა – მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს: 65 წელი და მეტი; ორსული;  მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;  თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.

ბ) თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა

(არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) და აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა; ან აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა; ან  აღენიშნება მხოლოდ ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას), არ აქვს გულმკერდის არეში ტკივილი, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ. ამასთან, პაციენტი არ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს და არ აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან რომელიმე:

  • მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
  • დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
  • ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
  • კრუნჩხვა.

გ) როდესაც მოქალაქე ითხოვს მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, აქვს მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

“ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ”. – წერია დოკუმენტში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 53
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ
  • 45
    ამერიკაში მოღვაწე ექიმის რჩევები პანდემიის პირობებში თუ როგორ უნდა მოვიქცეთაშშ-ში მდებარე მაიმონდის ჰოსპიტალის კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი ქართველის მოსახლეობისთვი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს: ვადევნებ თვალს საქართველოში კოვიდ ინფექციის მიმდინარეობას და გადავწყვიტე დავუბრუნდე ფეისბუკს და ასე შეგეხიდოთ ამ, ჯერაც ბოლომდე შეუცნობელი, დაავადების მართვაში. პანდემიის დაწყების დღიდან ვიყავი ჩართული ნიუ-იორკის ყველაზე ცხელ წერტილში, მაიმონიდის ჰოსპიტალში, კოვიდ ინფექციასთან ბროძოლაში.…
    Tags: და, არ, თუ, ან
  • 45
    რეკომენდაციები კოვიდის შესახებ -ექიმი მარინა ტოტოჩავაკოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე,  ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…
    Tags: და, არ
  • 43
    რეკომენდაციები სიცოცხლისათვის1-გლიკოგენოზები, ჰიპოგლიკემია, მსოფლიოს მოსახლეობის, ყველაზე დიდი ნაწილის დავადებაა. ჩვენთან არ არის მედიცინა, ყველა რგოლში იმ დონეზე, ამის გაშიფრვა რომ ხდებოდს. მე ხშირად გეუბნებით, რომ ყველაფერი, ყველა სერიოზული დაავადება ფერმენტოპათიიდან იწყება. ამის ფონზე ხდება, ჰორმონების რღვევა და შედეგად, ყველა , უფრო ქვედა დონის პროცესები. თანამედროვე , გონიერმა ადამიანმა იცის, რომ ძალიან…
    Tags: და, ან, არ, აქვს, დაავადება