“არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე”

საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ჯაღმაიძემ სუს-დან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

მან ტელევიზიები გააკრიტიკა და დაუსაბუთებელ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. ჯაღმაიძე აანონსებს, რომ მრევლს ეკლესია მითითებებს მისცემს, რა უნდა გააკეთოს არჩევნებზე:

“ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share