12 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები: „ესაჭიროებოდა ჟანგბადი და დროულად არ მოხდა მიწოდება“

ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის თემაზე, პირველი კომენტარი გააკეთეს დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში. კლინიკის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, მოზარდი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მას ქონდა ცხელება და ქრონიკული დაავადება. “ჩვენი კლინიკის მედ-პერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. გუშინ ღამის საათებში, შემოყვანილი იქნა 12 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაში. კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ქრონიკული მძიმე დაავადების გამო დიალეზის ჩატარება ესაჭიროება. დარღვეული იყო კლინიკურ ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მოხდა რეფერირება თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, პასპორტირების გამო პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან გარდაიცვალა. კლინიკაში შემოსვლილსას სხვადასხვა სისტემის უკმარისობა ჰქონდა, თუმცა, წამყვანი დაავადება იყო ქრონიკული დაავდება, რომელიც პერიოდულად სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. დიალეზი ჩვენს კლინიკაში არ ტარდება, ბავშვს მძიმე ფონური დაავადება ჰქონდა. შიდა სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს”,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა. ამ ინფორმაციას არ ეთამხმებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლებიც გამორიცხავენ 12 წლის ბავშვის კორონავირუსით ინფიცირებას. მათი თქმით, ბავშვს კლინიკაში გადაყვანამდე ტემპერატრა არ აღენიშნება და ქონდა მომატებული აზოტი. ასევე, აცხადებენ, რომ რეანომობულს არ ქონდა შესაბამისი აღჭურვილობა. _ მოზარდს ესაჭიროებოდა ჟანგბადი და მიწოდება დროულად არ მოხდა, _ აღნიშნავენ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები. ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო მოკვლევა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share