ჯანმო-მ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი დაუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი დაუშვა.

ცნობილია, რომ ის მონოკლონური ანტისხეულებისგან შედგება, რომლებიც ბუნებრივი ანტისხეულების იმიტაციას აკეთებენ… ეს მკურნალობის მხოლოდ მესამე მეთოდია, რომელიც WHO-ის მიერ კორონავირუსის სამკურნალოდაა ნებადართული.

პრეპარატი აშშ-ში REGEN COV-ის სახელით იყიდება, სხვაგან კი ყველგან Ronapreve-ს უწოდებენ. ცნობილი ხდება, რომ ის იმ პაციენტებისთვისაა რეკომენდებული, რომელთაც საწყისი დაავადება აღენიშნებათ ან სერიოზული გართულებების რისკი აქვთ და ინტენსიურ თერაპიას გადიან.

მედიკამენტი პირველად ივლისში, იაპონიაში გამოიყენეს. მას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აშშ-ში, კანადაში, შვეიცარიაში, ინდოეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში უკვე მიენიჭა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: