“მათ არ ეკუთვნით ის ტერიტორია, მათი იქ ყოფნა არ შეიძლება. მათი შემოსილობა არის კლოუნობა”

ჭყონდიდის მიტროპოლიტი უკვე ერთი კვირაა, საეკლესიო სამოსის გახდას ითხოვს იმ სასულიერო პირებისგან რომლებიც განკვეთა.

მიტროპოლიტმა დღეს ამის შესახებ ეპარქიაში კიდევ ერთხელ ისაუბრა.

“ისინი უკანონოდ არიან შეჭრილი იმ ტერიტორიაზე, მათ არ ეკუთვნით ის ტერიტორია, მათი იქ ყოფნა არ შეიძლება. მათი შემოსილობა არის კლოუნობა, ისინი არ არიან იმ შესამოსლის ღირსი,” – ამბობს მიტროპოლიტი.

მისი თქმით, თუ 10-მდე განკვეთილი საერო პირი მის ბრძანებას არ აღასრულებს და მათ შორის, მონასტრებსაც არ დატოვებს, შესაძლოა, პოლიციას მიმართოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: