“ბიძინა ივანიშვილი ბავშობიდან ოცნებობდა, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა”

ყველაფერი კორონავირუსზე

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი ბავშობიდან ოცნებობდა, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი ბავშობიდან ოცნებობდა, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა

ბიძინა ივანიშვილი ბავშობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

კობახიძის თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი გახარია არ არის თავის ამპლუაში და ის იძულებით არის პროცესში ჩართული, „საიდანაც აუცილებლად წაგებული გამოვა“.

„გუშინ გახარიამ თავისი განცხადებებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ მის პრობლემებთან დაკავშირებით, რეალურია. აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა პრემიერთან და ასევე ყოფილ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. გახარია არის სრულიად აჭრილი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც მის ინტერესებში არ შედის. ბიძინა ივანიშვილი ბავშობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა. ბიძინა ივანიშვილმა გახარია დატოვა პრემიერად და დაუტოვა ისეთი გარემო, სადაც მას ერთადერთი უნდა ეკეთებინა – ქვეყნის საქმე. ასეთ დროს მან მყისიერად, ერთი თვეც არ იყო გასული ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლიდან, უღალატა ქვეყანას და გუნდს“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share