“ჯერ არ ვყოფილვარ არცერთ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან, სადაც რაიმე აქციები იგეგმებოდეს, მაგრამ აქციებსაც რომ ვგეგმავდეთ მერე რა? მე ვგეგმავ აქციებს, ვემზადები აქციებისთვის. რაც კი შემიძლია ვაკეთოთ ვაკეთებთ, ერთადერთი რაც აკლია წინასაარჩევნო პერიოდს არის ის, რომ დიდი მიტინგები არ არის, ისიც პანდემიის გამო. დანარჩენი რანაირად არ ვარ აქტიური, 24 საათი ტრასაზე ვარ გაგდებული და დავდივარ აქეთ-იქით, მეტი რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი, მაგრამ თუ ამით უნდათ ვიღაცას წარმოდგენა შეუქმნან, რომ სასწაულს აპირებს ოპოზიცია ვაღიარებ და ვიტყვი, რომ მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.