პედაგოგებს, რომლებსაც ე.წ. „მწვანე საშვი“ არ აქვთ, სასკოლო დაწესებულებებში შესვლა უნდა აეკრძალოთ და ანაზღაურება შეუჩერდეთ, აღნიშნული დავალება სკოლის დირექტორებს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ მისცა, – ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მასწავლებლებს, რომლებიც არ წარადგენენ „მწვანე საშვს“ იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინირებულები არიან, კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, მუშაობის უფლება ხელფასის გადახდის გარეშე 3 ოქტომბრიდან შეუჩერდებათ.
აღსანიშნავია, რომ მათ საგაკვეთილო პროცესში დისტანციურად ჩართვის უფლებაც არ ექნებათ.
ცნობისათვის, მასწავლებლებს სკოლის შენობაში შესასვლელად „მწვანე საშვს“ სასწავლო წლის დაწყებიდან სთხოვენ, თუმცა მათ, ვისაც აღნიშნული დოკუმენტი არ ჰქონდათ და მუშაობას ვერ აგრძელებდნენ, ხელფასს მაინც უხდიდნენ.