მახსოვს, ერთი ფრანგი წარმატებული ბიზნესმენი ფრანსუა პინო იყო ჩამოსული ბატონ ბიძინასთან სტუმრად და მეკითხებოდა ჩემს განათლებაზე და ვუყვები, რომ სკოლაში, უნივერსიტეტში, პარიზში ვცხოვრობდი… გამაჩერა, ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში ხარ ახლაო, ამას ვერ ისწავლი ვერსად, რასაც ახლა სწავლობ შენ ამ ადამიანისგანო. ასეც მოხდა, ასეც არის.