“ქართული ოცნების” ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, დავით დარჩია და მისი მარჯვენა ხელი, გელა ჭანუყვაძე, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბმა მენეჯმენტს ჩამოაშორა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მმართველი პარტიის ოზურგეთის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს.
რედაქციის ინფორმაციით, დარჩიასა და ჭანუყვაძის ჩამოშორების მიზეზი, შტაბში “შავი ფულზე” და საწვავის ტალონებზე აღმოჩენილი დეფიციტი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთზეც და მეორეზეც, წვდომა, დავით დარჩიას, მისი უახლოესი მეგობრის, გელა ჭანუყვაძის მეშვეობით ქონდათ.
ეს უკანასკნელი, უშუალოდ, პირადად უწევდა კოორდინაციას, მომხრეებზე, ფინანსებისა და საწვავის დარიგების პროცესს.
ამ პროცესის დაწყებიდან ორი თვის თავზე, მმართველ პარტიაში, წყაროს ცნობით, აღმოაჩინეს, რომ, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, სერიოზული პრობლემები იყო.