ბათუმში, გუშინ, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა გამორიცხავს, რომ გარდაცვლილი დაღუპვის მიზეზი ვირუსია. მისი თქმით, რეონომობილი, რომლითაც ბავშვი თბილისში გადაყავდათ, სათანადოდ აღჭურვილი არ იყო:
”დაახლოებით ღამის ორის ნახევარი იყო, შეუძლოდ გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა მოსთხოვეს და ნახევარი ჰქონდათ გადასხმული უკვე, როცა სასწრაფო გამოიძახეს და თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა. როგორც მე ვიცი, აზოტი ჰქონდა მაღალი. კლინიკა, რომ ყოფილიყო დღეს ცოცხალი მეყოლებოდა. კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. ტემპერატურით შემოვიდაო, რომ ამბობენ ეგ აწყობთ მაგათ. არავინ არ აქვს სახლში სიცხე, 7 წევრი მყავს. დიალიზი სჭირდებოდა. შაბათ-კვირას დასვენება იყო. საღამოს მითხრა კარგად არ ვარო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეანომობილში ჟანგბადი არ ეყო” – უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილის ბაბუამ.