26 სექტემბერს რეკორდულად ცოტა, 6 617 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 სექტემბერს საქართველოში რეკორდულად ცოტა, 6 617 ადამიანი აიცრა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 27.2%-ია აცრილი.

27 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 749 457 აცრა:

  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.2%
  • სრულად ვაქცინირებულია 777 621 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.2%

რაც შეეხება აცრების სტატისტიკას რეგიონების მიხედვით: 

  • თბილისი – 3 756
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 416
  • გურია – 89
  • აჭარა – 694
  • რაჭა – ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 95
  • იმერეთი – 832
  • სამცხე – ჯავახეთი – 77
  • შიდა ქართლი – 197
  • მცხეთა – მთიანეთი – 93
  • ქვემო ქართლი – 191
  • კახეთი – 177

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 663  ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 2383 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share