დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება იმ დღეს აღნიშნავს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით, იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით, 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა ჯვარი აღმართა, ანუ აღამაღლა. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება – „ჯვართამაღლება“.