“ვატყობ, 2 ოქტომბერს ქვეყანა, „ქართული ოცნება” და სამართალი ერთად იზეიმებს “- მამუკა მდინარაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.

„ვატყობ, 2 ოქტომბერს ქვეყანა, „ქართული ოცნება” და სამართალი ერთად იზეიმებს!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share