საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და თვლის, რომ დადგა დრო, კოალიციური მთავრობა ჰყავდეს საქართველოს. თუმცა, რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, რამდენად შეძლებს ფუნქციონირებას:
“მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
newposts.ge