ბაიდენი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში დაეხმარება – ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრი

როგორი შეიძლება იყოს ჯო ბაიდენის, როგორც შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის, ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის, ნატოსა და საქართველოს მიმართ – ამ საკითხზე ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის დეპატრამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ეველინ ფარკასს ​”ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ესაუბრა.

ფარკასი ამბობს, რომ ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას გააგრძელებს, მათ შორის იმაშიც, რომ ქვეყანა მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს.

“ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთისთვის, რათა მან ნატოს წითელი ხაზები არ გადაკვეთოს – იქნება ეს ფიზიკური ძალით, თუ სხვა მეთოდებით. რუსეთი ეცდება, ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც მოაქციოს, როგორიც უკრაინა და საქართველოა. ახლა საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია, მიმდინარეობს რთული პოლიტიკური ბრძოლა”, – ამბობს ფარკასი.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიის 273 ხმით ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა.  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share