რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, ასიათასობით გაბრაზებული ადამიანი დახვდება – ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, მას აეროპორტში “ასიათასობით გაბრაზებული და გამწარებული ადამიანი დახვდება”.

ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ დააორგანიზებს ამ “დახვედრას” და იქნება თუ არა ჩართული ამაში “ქართული ოცნება”.

“ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის რა თქმა უნდა სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს, ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამიანის, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენ გუნდს.

სააკაშვილს, რა თქმა უნდა, დახვდება ასიათასობით ადამიანი, მასზე გაბრაზებული, გამწარებული ადამიანი. მე ვიძახი ზოგადად, მოსახლეობისთვის რომ განვმარტო”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share