სწავლა დასწრებითი და ონლაინ-ფორმატით, ერთდროულად იწყება

4 ოქტომბრიდან სწავლა სკოლების ნაწილში დასწრებით რეჟიმში გაგრძელდება, აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე განგვიცხადეს. 

უწყების განმარტებით სწავლა, როგორც დასწრებით, ისე ონლაინ ფორმატით იქნება. რეგიონებში სადაც ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება დასწრებითი ფორმატით ისწავლიან, როგორც პირველი ისე მაღალი კლასის მოსწავლეები. სადაც უფრო მაღალი იქ ონლაინ ფორმატი გაგრძელდება. რაც შეეხება დიდ ქალაქებს, კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის მიღებული არ არის. დეტალები ცნობილი მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო წელი 15 სექტემებრს ყველა სკოლაში დისტანციური მოდელით დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან სასწავლო წელი საკლასო ოთახში უნდა დაწყებული პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.

etaloni.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: