კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) პორტფელი ოპერირებად (ბახვი 3 ჰესი და ლახამი ჰესი), მშენებლობის ეტაპზე (ახალქალაქი ჰესი) და შესწავლის სტადიაში (ბახვი 1 ჰესი) არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს მოიცავს. ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები 2021 წლის 8-9 სექტემბერს, ახალქალაქს სტუმრობდნენ. ვიზიტის დროს, მრჩეველთა საბჭოს წევრები, სხდომის ფარგლებში, რომელიც ახალციხეში გაიმართა, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია ბახვი 1 ჰესის გარემოზე ზემოქმედების შესწავლის ანგარიშის მომზადების პროცესზე, მიმდინარე კლევებსა და სოციალურ აქტივობებზე. მეორე დღეს კი, ახალქალაქი ჰესის სამშენებლო პროცესი მოინახულეს.
ახალალაქი ჰესი მცირე, მოდინეაბაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, კორხისწყალზე არის დაგეგმილი. პროექტი შედგება ორი სათავე ნაგებობისგან, თითოეულისათვის გათვალისწინებული თევზსავალითა და თევზამრიდით, ორი მიწისქვეშა მილსადენისგან, ორი ჰესის შენობისგან, საერთო ქვესადგურისა და გადამცემი ხაზისგან. პროექტის დადგმული სიმძლავრე არის 9.1 მეგავატი და მისი წლიური გენერაცია შეადგენს 45 გიგავატსაათს. ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურს გააჩნია გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის განვითარებას გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების შესაბამისად. ადგილობრივ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სოფლების მოსახლეობასთან თანამშრომლობით, შემუშავდა სოციალური პროექტების ნუსხა, რომელიც განხორციელდა 3 მიმდებარე სოფელში.
ბახვი 1 ჰესის საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო მოედანი და ერთ-ერთი სოციალური პროექტი, ორჯის წყლის სატუმბი სადგური, რომლის აღდგენის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას აქვს საშუალება 600 – 700 ჰექტარი სავარგულები მორწყას.
ახალქალაქი ჰესი, რომლის ინვესტორია კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH), მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგს და რა პრინციპებით ახდენს კომპანია CCEH პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებას.
გთხოვთ, იხილოთ ახალაქალქის ვიზიტის ამსახველი ვიდეო მასალა და მრჩეველთა საბჭოს წევრების შეფასებები ჩვენს მიერ მომზადებულ ვიდეო ფაილში.