ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის დასახლებაში, დედამ შვილი საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მოზარდი 15 წლის იყო. ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.