როცა შენ ყოფილ მეგობარზე გეგმავ რა დააბრალო, მორალური დაცემის მაგალითიც აღარაა – მელია მოშე კლუგჰაფტის გეგმაზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, “მთავარი არხის” ეთერში გასაჯაროებულ “ოცნების” კონფიდენციალურ დოკუმენტს ეხმაურება და ამბობს, რომ მოშე კლუგჰაფტის გეგმას ზნეობასთან ახლოს მდგომი ადამიანი არ იკადრებს.

მისივე თქმით, ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ აღარაფერს ელოდება, დამარცხების აღიარების გარდა.

“მორალური დაცემის მაგალითიც აღარაა ის რაც ვიხილეთ გუშინ, უნდა მოახერხო, რომ შენ გუშინდელ მეგობარს, პრემიერმინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს, გახარიას ვგულისხმობ, ებრძოდე ისე, როგორც ებრძვიან. მარტო მათ ურთიერთობას უნდა შეხედოს “ოცნებას” შემორჩენილმა მხარდამჭერმა და მიხვდეს ვის და რას წარმოადგენს და უჭერს მხარს.

როცა შენ ყოფილ მეგობარზე, ყოფილ პარტიის თავმჯდომარეზე გეგმავ, რა დააბრალო, და დილემის წინაშე იყენებ თავს დააბრალო ნარკოტიკების მოხმარება, თუ არატრადიციული სექსუალური კავშირი სხვადასხვა ადამიანებთან და ამის შემდეგ შენ ბევრი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ შენ არჩევანს აკეთებ ნარკოტიკების მოხმარებაზე და ამ ბრალდებას უყენებ, ზნეობასთან ახლოს მდგომი ადამიანი ამას არ იკადრებს”, – თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, “მთავარმა არხმა” ექსკლუზიურად მოიპოვა “ქართული ოცნების” სტრატეგიის კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც შეზღუდული სარგებლობისთვისაა განკუთვნილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share